იღვიძებთ დილას, ფანჯარაში კი ყველაფერი გათეთრებულა...
რა ხდება?
ზამთარია და თქვენ ორბეთში ხართ. უცებ დაგავიწყდათ ხომ ალბათ?!
თუმცა, არაუშავს. დროა მიიეჩვიოთ სრულ ჰარმონიაში ცხოვრებას. ქალაქში და მის ცენტრებში მცხოვრები ადამიანები ასეთ სიმშვიდეს ყოველთვის აფასებენ. გადაღლილი ხმაურისაგან, მანქანების კვამლისაგან, მუდმივი ქაოსისგან, ორბეთში კი უცებ ამქვეყნიურ სამოთხეში მოხვდებით. სიმშვიდეში, იქ სადაც ბუნება და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერთმანეთს კვეთს, ისე რომ არცერთი არ ზიანდება.
ახლა კი უფრო დეტალურად მოგიყვებით, ჩვენს პროექტზე.
ნიუ ორბეთის მოწყობა 2020 წლიდან დაიწყო, მანამდე იყო მხოლოდ ფიქრები, იდეები და მათი განხორციელების გზების ძიება. საბოლოოდ კი პანდემიის დაწყებისას, პირველი ლოქდაუნის დროს, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ის უნდა გვეკეთებინა, რაც ასე ძალიან გვინდოდა.
ორბეთში პირველივე მოხვედრისას, მიხვდებით რომ აქ აუცილებლად იპოვით ან შექმნით, თქვენს ფიქრებში, ოცნებებში წარმოსახულ კოტეჯს. აი ისეთს, ბავშვობაში რომ გინდოდათ, ან უბრალოდ ახლა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, რომ ოცნებობთ შაბათ-კვირა დასვენებას ჰარმონიაში. ამ ეტაპისთვის პირველი ზოლის გაყიდვა მიმდინარეობს. მეორე და მესამე ზოლი კი მშენებლობის პროცესია. ნიუ ორბეთი არის შესაძლებლობა, რომ ქალაქთან ძალიან ახლოს და ამავდროულად მთების ჰაერთან, იცხოვროთ თუნდაც მთელი წლის განმავლობაში. ამაში ბოლომდე გიწყობთ ხელს გარემო პირობები: საკუთარი ჭაბურღილი, გამართული საკანალიზაციო, ენერგო და თბო სისტემები.
ნიუ ორბეთის გენერალურ გეგმაში გაწერილია 27 კოტეჯის აშენება, მათში კი ძირითადად ორი სახეობა გამოიყოფა, რომელიც ბარნჰაუსის სტილში იქნება. Barn House ინგლისურიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “ბეღლის სახლი” (Barn – ბეღელი გახლავთ მარცვლეულის შენახვის ადგილი), მას თავისი შექმნის დიდი ისტორია აქვს, თუმცა ეს სტილი პირდაპირ კომფორტს უკავშირდება.
Comfort - რომელიც მოიცავს: თეთრი კარკასი, პანორამული ხედი ფანჯრიდან, კოტეჯის ექსტერიერის დიზაინი, სრული საკომუნიკაციო პაკეტი.
VIP - რომლის დაპროექტება და აშენება შესაძლებელია ინდივიდუალური მიდგომით, მფლობელის სურვილის მიხედვით. ამ ტიპის პროექტები შეიძლება დამატებით მოიცავდეს: ბუხარი, საუნა, სასურველი ზომის ტერასა და სხვა.
შემოაბიჯებთ თუ არა ტერიტორიაზე, მიიხედებით არე-მარე, მიხვდებით რომ ზუსტად იმ ადგილას მოხვდით, რომელსაც ამდენხანს ეძებდით თქვენთვის ან მთელი თქვენი ოჯახისთვის. ნიუ ორბეთი მოიცავს ორ ჰექტარ ტერიტორიას, რომელიც სრულად გარშემორტყმულია წიწვოვანი ბუჩქებით. ტერიტორისს გარეთ კი, ერთ მხარეს მთები შემოსილია ნაძვისა და ფიჭვის ტყეებით, მეორე მხარეს კი ფოთლოვანი ტყით, რომელშიც მუხა, წიფელი და ნეკერჩხალია შერეული. მოვა დრო, როდესაც უკვე თქვენს მფლობელობაში არსებულ კოტეჯში მჯდომი ბუხართან, საღამოს სიჩუმეში, გაიფიქრებთ - ნეტავ ეს რეალობაა?! ნეტავ ეს ნამდვილად ის ადგილია, რომელიც ჰარმონიაში ცხოვრების შესაძლებლობას მიქმნის?!
აქამდე მისასვლელად, კი პირველრიგში, უნდა გადმოდგათ ნაბიჯი, ის პირველი ნაბიჯი, რომელიც ინფორმაციების მოკვლევასა და შეგროვებას ითვალისწინებს, გაიაროთ კონსულტაცია ჩვენი გაყიდვების გუნდთან და ისინი ნამდვილად დაწვრილებით გაგაცნობენ ნიუ ორბეთის ყველა უპირატესობას.
ჩვენ გელოდებით, შენ!