კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიუ ორბეთში! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიუ ორბეთში! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიუ ორბეთში!
  • სრულად გამწვანებული ეკო უბანი

    ეს ის ადგილია, სადაც სრულად გამწვანებულ გარემოში აღმოჩნდებით. ადგილი, სადაც აუცილებლად იპოვნით თქვენ წილ სიმშვიდეს.

  • თქვენთვის უსაფრთხო გარემო

    ტერიტორია აღჭურვილია სრული დაცვის სისტემით. ტერიტორიაზე არსებული დაცვის პუნქტიდან, ეკო-უბანი სრულად კონტროლირებადია ვიდეო კამერების საშუალებით.

  • კოტეჯებით სავსე ეკო უბანი

    ეს, ის ადგილია, რომლის გამოც უნდა მიატოვოთ ქალაქის ცენტრები და ქალაქიდან ზუსტად 35 წუთში აღმოჩნდეთ ნამდვილ ბუნებაში, მთის ჰაერის, მშვიდი გამრემოსა და თანამედროვე კოტეჯების შერწყმის წერტილში.

ჩვენს შესახებ


კომპანია „ახალი ორბეთი“ საქართველოს სამშენებლო ბაზარზე დიდი ხანი არ არის, რაც ოპერირებს, თუმცა იგი გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს წარმოადგენს. საქმიანობა საქართველოს თვალწარმტაც ადგილას, სოფელ ორბეთთან დავიწყეთ, რომელიც გამორჩეულია უნიკალური ბუნებრივი რესურსებით - სუფთა ჰაერითა და მინერალებით გაჯერებული მარგებელი წყლებით. ამ ტერიტორიის ხიბლს მისი დედაქალაქთან სიახლოვეც წარმოადგენს. იგი მანგლისში მიმავალ მაგისტრალზეა. აქ მოხვდებით ასევე წყნეთის გავლით, მას შემდეგ რაც გაცდებით ბეთანიისა და კიკეთის გადასახვევებს და სოფელ პანტიანს. ორბეთის ტერიტორიაზე კომპანიის პირველი კოტეჯი 2021 წლის მეორე ნახევარში აშენდა. მას შემდეგ დავიწყეთ მშენებლობის განვითარება და სხვა კოტეჯების აგება. ეკო-უბანი სრულად მოიცავს 2 ჰექტარ ტერიტორიას, თითოეული კოტეჯზე გათვლილია 500 კვ.მ.მიწის ფართობი. გაყვანილია სამანქანე გზები, მოწყობილია ავტომობილის გასაჩერებელი სადგომები, კეთილმოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები. გამოიყოფა კოტეჯების შემდეგი ორი ძირითადი სახეობა: „კომფორტი“ და “VIP”. ოთახებისა და სველი წერტილების რაოდენობა დამოკიდებულია მომავალი მფლობელის სურვილზე. თითოეული კოტეჯი ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით და სრული კომუნალური პაკეტით. „ნიუ ორბეთის“ პროექტი სამოთხეს გპირდებათ. იგი წლის ნებისმიერ სეზონზე კომფორტის პირობებში სუფთა ჰაერზე ცხოვრების შესაძლებლობას გაძლევთ. .

  • home
    Property Age

    Built Year

  • Strong Construction
    year in

    developed

  • sqft
    IN Sq.m

    area

  • parking
    Parking

    Garage

თუ თქვენი მომავალი კოტეჯი ჩვენს ხელშია, წინ ძალიან მშვიდი და კომფორტული ცხოვრება გელოდებათ.

ჩვენ მუდამ მზად ვართ, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე დაგეხმაროთ თქვენთვის საოცნებო კოტეჯის შექმნაში.

ნიუ ორბეთის ეკო უბანში თქვენ დაგხვდებათ:


ის მნიშვნელოვანი გარემო პირობები, რომლის საშუალებითაც ჰარმონიაში იცხოვრებთ.

  • სრულად გამწვანებული გარემო, რომლის შექმნაზეც დიზაინერების გუნდი მუშაობს.
  • სპორტული და საბავშვო მოედნები.
  • მანქანებისათვის საპარკინგე ადგილი.
  • სრული ტერიტორიის 24/7 დაცვა და ვიდეო კონტროლი.
New Orbet-ის უპირატესობები



კეთილმოწყობილი გარემო და სუფთა ჰაერი წლის ნებისმიერ სეზონზე


ტერიტორია გარშემორტყმულია სრულად ბუნებით, რაც თქვენს სიმყუდროვესა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას ბევრი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

თითოეული კოტეჯის მყარი კონტრუქცია


თითოეული კოტეჯი აგებულია მაღალი ხარისხის ციმბირული მასალისგან, ანგარსკის ფიჭვითა და ცაცხვით. რამდენიმე კოტეჯის მშენებლობა დაგეგმილია ნატურალური ქვისაგან.

შიდა განვადება


შიდა განვადების განხილვა ხდება ინდივიდუალურად, ნებისმიერ მყიდველთან შეთანხმებით, სასურველ ვადასა და პირობებზე.

ლაივ რეჟიმში თქვენი საკუთრების ყურება


ნიუ ორბეთის ტერიტორია სრულად აღჭურვილია კამერებითა და დაცვის პუნქტით 24/7-ზე

ადგილმდებარეობა


თბილისიდან 35 წუთის სავალ გზაზე, მცხეთიდან 12 კილომეტრში მდებარე უბანი, სადაც საცობების გარეშე ძალიან მარტივად მიხვალთ, წლის ნებისმიერ დროს.