ახალი ორბეთის კომპლექსი აღჭურვილია სრული დაცვის სისტემით. ტერიტორიაზე არსებული დაცვის პუნქტიდან ეკო-უბანი სრულად კონტროლირებადია ვიდეო კამერების საშუალებით
🌿ადგილი, სადაც ბუნება ხვდება კომფორტს და სადაც შეგიძლიათ გაექცეთ ქალაქის ხმაურს და ქაოსს 🧘🏻 აქ შეგიძლია გქონდეს ის მომავლის სახლი, რომელსაც დაუვიწყარი მოგონებებით აავსებ 💭✨
🏘️☘️ახალი ორბეთის თითოეული კოტეჯი არის დიზაინისა და ინოვაციის შედევრი და შენდება მხოლოდ საუკეთესო სამშენებლო მასალებისგან🧱⚒️ აირჩიე შენი სასურველი პროექტი და დაელოდე გასაღებს, რომელიც შენი მომავლის სახლის კარს გააღებს 🗝️🚪
კომპანია „ახალი ორბეთი“ საქართველოს სამშენებლო ბაზარზე დიდი ხანი არ არის, რაც ოპერირებს, თუმცა იგი გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს წარმოადგენს. საქმიანობა საქართველოს თვალწარმტაც ადგილას, სოფელ ორბეთთან დავიწყეთ, რომელიც გამორჩეულია უნიკალური ბუნებრივი რესურსებით - სუფთა ჰაერითა და მინერალებით გაჯერებული მარგებელი წყლებით. ამ ტერიტორიის ხიბლს მისი დედაქალაქთან სიახლოვეც წარმოადგენს. იგი მანგლისში მიმავალ მაგისტრალზეა. აქ მოხვდებით ასევე წყნეთის გავლით, მას შემდეგ რაც გაცდებით ბეთანიისა და კიკეთის გადასახვევებს და სოფელ პანტიანს. ორბეთის ტერიტორიაზე კომპანიის პირველი კოტეჯი 2021 წლის მეორე ნახევარში აშენდა. მას შემდეგ დავიწყეთ მშენებლობის განვითარება და სხვა კოტეჯების აგება. ეკო-უბანი სრულად მოიცავს 2 ჰექტარ ტერიტორიას, თითოეული კოტეჯზე გათვლილია 500 კვ.მ.მიწის ფართობი. გაყვანილია სამანქანე გზები, მოწყობილია ავტომობილის გასაჩერებელი სადგომები, კეთილმოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები. გამოიყოფა კოტეჯების შემდეგი ორი ძირითადი სახეობა: „კომფორტი“ და “VIP”. ოთახებისა და სველი წერტილების რაოდენობა დამოკიდებულია მომავალი მფლობელის სურვილზე. თითოეული კოტეჯი ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით და სრული კომუნალური პაკეტით. „ნიუ ორბეთის“ პროექტი სამოთხეს გპირდებათ. იგი წლის ნებისმიერ სეზონზე კომფორტის პირობებში სუფთა ჰაერზე ცხოვრების შესაძლებლობას გაძლევთ.
ჩვენ მუდამ მზად ვართ, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე დაგეხმაროთ თქვენთვის საოცნებო კოტეჯის შექმნაში.
ის მნიშვნელოვანი გარემო პირობები, რომლის საშუალებითაც ჰარმონიაში იცხოვრებთ.
ტერიტორია გარშემორტყმულია სრულად ბუნებით, რაც თქვენს სიმყუდროვესა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას ბევრი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
თითოეული კოტეჯი აგებულია მაღალი ხარისხის ციმბირული მასალისგან, ანგარსკის ფიჭვითა და ცაცხვით. რამდენიმე კოტეჯის მშენებლობა დაგეგმილია ნატურალური ქვისაგან.
შიდა განვადების განხილვა ხდება ინდივიდუალურად, ნებისმიერ მყიდველთან შეთანხმებით, სასურველ ვადასა და პირობებზე.
ნიუ ორბეთის ტერიტორია სრულად აღჭურვილია კამერებითა და დაცვის პუნქტით 24/7-ზე
თბილისიდან 35 წუთის სავალ გზაზე, მცხეთიდან 12 კილომეტრში მდებარე უბანი, სადაც საცობების გარეშე ძალიან მარტივად მიხვალთ, წლის ნებისმიერ დროს.